ელქტრონული ყულაბა Google - სგან.

http://www.google.com/intl/en/images/logo.gif
მიმდინარე წელს კომპანია გუგლი გეგმავს წარმოადგინოს ელექტრონული გადახდების ახალი სერვისი, როგორიცაა დღეისათვის კარგად ცნობილი PayPal. (http://www.paypal.com);

PayPal ი დიდი ხანია ცნობილია როგორც ინტერნეტ გადახდის სიტემა რომლის დროსაც არ გჭირდებათ პლასტიკური ბარათის გამოყენება, საჭიროა მხოლოდ მიუთითოთ თქვენი PayPal ის ანგარიშის ნომერი და თანხის გადარიცხვა ავტომატურად ხდება თქვენი ელექტრონული ყულაბიდან, თავის მხრივ PayPal -ის ყულაბაში ზე თანხის შენტანის ბევრი გზა არსებობს.

ინტერნეტ მომხმარებლები გაცილებით დაცულად გრძნობენ თავს როდესაც ონლაინ გადახდებისას, პლასტიკური ბარათის გამოყენებისგან თავის არიდების საშუალება ეძლეოდათ, სწორედაც PayPal - მა დიდი პოპურალობა მოიპოვა როგორც მომხმარებლებში ასევე ინტერნეტ კომპანიებში 2002 წელს კომპანია E-Bay- (ყველაზე ცნობილი და მაშტაბური აუქციონი ინტერნეტში http://www.ebay.com) იყიდა PayPal 1,3 მილიარდ დოლარად. დღეისათვის ელექტრონული ყულაბის მომხმარებლების რაოდენოა 70 მილიონს აჭარბებს.

1998 წელს 2 სტენფორდელი მატემატიკოსის: ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის, რომელიც წარმოშობით მოსკოველი ებრაელია, დაარსებულმა კომპანიამ რომლის საწყისი კაპიტალი ასი ათასი დოლარი იყო, რამოდენიმე წელიწადში უზარმაზარ საძიებო მონსტრად გადაიქცა, დღეისათვის გუგლის საძიებო მანქანა 8 მილიარდ ინტერნეტ დოკუმენტში ეძებს. ბოლო მონაცემებით გუგლის აქციების საერთო ღირებულება ბაზარზე 81 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი შემოსავალი მოდის ძებნისას გამოტანილი პატარა სარეკლამო ტექსტური ბანერებით რომლებიც ძებნისას გამოდის და შინაარსობრივად ახლოს დგას საძიებო სიტყვებთან და წინადადებებთან.
* * *
გუგლის ამ ნაბიჯით სერიოზული დარტყმა იქნა მიყენებული პრაქტიკულად მონპოლ კომპანიაზე ამ სფეროში. თუ გადავავლებთ თვალს გუგლის პატარა ისტორიას შეიძლება ვივავარუდოთ რომ მისი გამოსვლა ელექტრონული გადახდების ბაზარზე ისეთივე წარმატებული იქნება როგორც სხვა.
რეუტერის ცნობით E-Bay - ის აქციებმა ამ განცხადების შემდეგ 2 პროცენტიანი ვარდნა განიცადა.
ჯერ ჯერობით კომპანიის ხემლძღვანელობა არანაირ კომენტარს არ იძლევა ამ თემაზე.